ბედნიერება ის არის, რაც მაშინაც რჩება, როდესაც ყველაფერს კარგავ - გია მურღულია
ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო სტატუსს აქვეყნებს. გია მურღულია ბედნიერების შესახებ წერს:
„ბედნიერება ის არის, რაც მაშინაც რჩება, როდესაც ყველაფერს კარგავ – ღმერთი, სამშობლო, შვილები, შვილიშვილები, ნამდვილი მეგობრები, სიყვარული, სიკეთე, ღირსება, სახელი.
ე.წ. „წარმატება“ ამას ხელს არ უშლის, თუმცა არც განსაზღვრავს.
ნუ დაარქმევ „ბედნიერებას“ იმას, რაც ამ სიტყვას დააწვრილმანებს და დააკნინებს – ის არ იყიდება და არც იცვლება.
ადამიანს შეიძლება ძონძები ეცვას, მაგრამ მისი თვალები ბედნიერებას ასხივებდნენ.
რიგიანი საზოგადოება და სახელმწიფო კი ის არის, რომელშიც კაცს უფლება აქვს, ბედნიერი იყოს და ამისთვის თავისუფლად გაისარჯოს.
ღმერთს უთხარი მადლობა ბედნიერებით – მან ეს დიდი ხანია დაიმსახურა“, – წერს გია მურღულია სოციალურ ქსელში.