თეგებით ძიება

მე რამდენადაც ვიცი, ამ ადამიანს საერთოდ ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვს - თინა ბოკუჩავა

მე რამდენადაც ვიცი, ამ ადამიანს (დავით კეზერაშვილს) საერთოდ ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვს. ამიტომ ნონსენსია თავისთავად ეს თემა, რომელიც ახლა ხელისუფლებამ ააგორა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ს მიერ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრზე, დავით კეზერაშვილზე ვიზის არ გაცემის ფაქტს.

ბოკუჩავა „ქართულ ოცნებას“ ურჩევს, რომ დაინტერესდნენ იმ ადამიანების ყოფით და იმ უმძიმესი გზით, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები გადიან, მაგალითად მექსიკა-ამერიკის საზღვარზე.

„ეს არის ხელისუფლების მორიგი სამთავრობო პროპაგანდისტული აბსურდი, რომელიც „შეთითხნეს“. მე რამდენადაც ვიცი, ამ ადამიანს [დავით კეზერაშვილს] საერთოდ ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვს. ამიტომ „ნონსენსია“ თავისთავად ეს თემა, რომელიც ახლა ხელისუფლებამ ააგორა. მე მათ ვურჩევდი, რომ დაინტერესდნენ იმ ადამიანების ყოფით და იმ უმძიმესი გზით, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები გადიან, მაგალითად მექსიკა-ამერიკის საზღვარზე, რომელთაც არ აქვთ ვიზები, შესაბამისად ამერიკის ტერიტორიაზე შეღწევა უწევთ უვიზოდ. დამერწმუნეთ, ძალიან მძიმე ისტორიებს მოისმენენ და ამაზე ფოკუსირდნენ და კონცენტრირდნენ. საქართველოს მოქალაქეებს რომ ამ გზის გავლა არ უწევდეთ იმ ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რომელშიც ქვეყანა ივანიშვილის ხელისუფლებამ შეიყვანა, ეს იქნებოდა მათი მხრიდან პასუხისმგებლობიანი საქციელი”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა