დოლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6999 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6758 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9402 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9271 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გამყარდა, რომლის ღირებულებაც 0.0838 ლარია.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 16 მარტს შევა ძალაში.