თეგებით ძიება

თბილისში ნარჩენების სეპარირების პირველი საწარმო 2028 წლისთვის უნდა ამოქმედდეს

2028 წლიდან საქართველოში ნარჩენების სეპარირების პირველი საწარმო უნდა შევიდეს ექსპლოატაციაში. თბილისის ნარჩენების გადამუშავების ცენტრი იქნება ქვეყანაში პირველი ობიექტი, სადაც მყარი ნარჩენების სეპარირება, კლასიფიკაცია შემდეგ კი ნედლეულის რეალიზაცია მოხდება.

აღნიშნული პროექტი, EBRD-იდან აღებული 22 მილიონი ევროს და მწვანე კლიმატის ფონდის €4-მილიონიანი სესხით დაფინანსდება. შესაბამისი საკრედიტო შეთანხმება რატიფიცირებისთვის ამჟამად საქართველოს პარლამენტში არის წარდგენილი.

საქართველო ყოველწლიურად 1 მილიონ ტონაზე მეტ მუნიციპალურ მყარ ნარჩენებს აწარმოებს - მათ შორის ყველაზე მეტი მყარი ნარჩენების მიღებას "თბილსერვის ჯგუფი" ახდენს. შესაბამისად, სწორედ "თბილსერვის ჯგუფი" იქნება პასუხისმგებელი აღნიშნული პროექტის განხორციელებაზეც.

პროექტის ფარგლებში, დიდი ლილოს პოლიგონზე მასალების აღმდგენი ობიექტი და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების საწარმო აშენდება, რომლის საშუალებითაც ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების შემდეგ, მასალის რეალიზება მოხდება.

პროექტის ტექნიკური ნაწილის მომზადებაზე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა გერმანულ-ბერძნული კონსორციუმი - ICP-ENVIROPLAN-ი. პროექტი მოიცავს დახარისხების ობიექტისა და მასალების აღმდგენი ობიექტების მშენებლობას.

აღნიშნული საკრედიტო შეთანხმების ვადიანობა 15 წელს მოიცავს, საიდანაც პირველი სამი წელი საშეღავათოა, შესაბამისად კრედიტის მომსახურება აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ დაიწყება. ამ საკრედიტო შეთანხმებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი ცვლადია და EURIBOR-ს პლიუს 1%-ს შეადგენს.

წყარო: bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა