თეგებით ძიება
19. 03. 2024 სპორტი

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვეყნის მოქალაქეობა შევინარჩუნო - ილია თოფურია

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერს. ასევე, მთლიან საქართველოს გუშინდელი დახვედრისთვის, რამაც ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, - ამის შესახებ UFC-ის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვეყნის მოქალაქეობა შევინარჩუნო. უდიდესი მადლობა ყურადღებისთვის ყოველთვის“, - აღნიშნა თოფურიამ.

სპორტსმენს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ჩემპიონს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად მნიშვნელოვანია, მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. მთავრობის მეთაური იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართავს, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად.

UFC-ის ჩემპიონი, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე, საჩემპიონო ქამარს წარადგენს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა