რა ხდება ამ წუთებში ოზურგეთში, სადაც მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა? (ვიდეო)
ოზურგეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მატარებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებთან იმყოფებოდა, როდესაც შემთხვევა მოხდა.
მგზავრების ინფორმაციით, მატარებელი საკუთარი ძალებით დატოვეს. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული.
„საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს.
„ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა და შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დადგენა”,- აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.