თეგებით ძიება

როგორია ისანში, შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

თბილისში, ისნის რაიონში, შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, დაშავებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში განმარტეს, რომ შემთხვევის შედეგად დაშავებულს მოტეხილობები აღენიშნება, თუმცა ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს.

ცნობისთვის, ისნის რაიონში შენობის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი პირი დაშავდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში, რომელიც ისანში ჩამოინგრა, მობინადრეები არ ცხოვრობდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა