თეგებით ძიება
25. 03. 2024 მსოფლიო

დიმიტრი მედვედევი "კროკუსზე“ თავდასხმაში მონაწილე პირების ლიკვიდაციის მოწოდებით გამოდის

რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ „კრო­კუს სითი ჰოლ­ზე“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის მო­წო­დე­ბით გა­მო­დის.

"სა­ჭი­როა მათი მოკ­ვლა? აუ­ცი­ლე­ბე­ლია და ასეც იქ­ნე­ბა. მაგ­რამ ბევ­რად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა ჩარ­თუ­ლი პი­რის მოკ­ვლა. ყვე­ლა­სი - ვინ გა­და­ი­ხა­და, ვინ თა­ნა­უგ­რძნობ­და, ვინ და­ეხ­მა­რა", - წერს მედ­ვე­დე­ვი „ტე­ლეგ­რამ“ არხზე.

შე­გახ­სე­ნებთ, 22 მარტს მოს­კო­ვის ოლ­ქში, სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ „კრო­კუს სითი ჰოლ­ზე“ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, რის შე­დე­გა­დაც, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 137 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, 11 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, მათ შო­რის ოთხი პირი, რო­მე­ლიც თავ­დას­ხმა­ში უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მოს­კო­ვის სა­სა­მარ­თლომ ოთხი­ვე მათ­განს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა