ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით (ნომინალური) საქართველოს სომხეთი, გაბონი და დომინიკა უსწრებს
2023 წლის მონაცემებით, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით (ნომინალური) 86-ე ადგილზეა. მშპ ერთ სულ მოსახლეზე უმნიშვლენოვანესი ინდიკატორია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისთვის. 2023 წელს ერთ სულზე მშპ-ის ნომინალური მაჩვენებელი 8,165 აშშ დოლარი იყო, რაც გაზრდილი მაჩვენებელია. 2022 წელს ეს ციფრი 6,600 აშშ დოლარი იყო, 2021 წელს კი თითქმის 5000 აშშ დოლარი. მიუხედავად ეკონომიკის ზრდისა, საქართველო ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს როგორიცაა: სომხეთი, გაბონი, დომინიკა, ბრაზილია, კუბა, სერბეთი, მონტენეგრო და ა.შ. თუმცა უსწრებს ალბანეთს, ბოსნია-ჰერცოგოვინას, ჩრ. მაკედონია, აზერბაიჯანი, ბელარუსი და სხვა.
ამავე მონაცემებით მოწინავე ადგილებს იკავებენ: ლუქსემბურგი, შვეიცარია, ირლანდია, ნორვეგია, დანია, აშშ და ა.შ. ხოლო ბოლო ადგილებს: ავღანეთი, მადაგასკარი, ნიგერი, ჩადი, ჩრ. კორეა და სხვა.