თეგებით ძიება
27. 03. 2024 მსოფლიო

გერმანიაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა

გერმანიაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

Associated Press-ის ცნობით, გერმანიის ქალაქ ლაიფციგის მახლობლად ავტობუსი, რომელიც ბერლინიდან შვეიცარიაში მიდიოდა, გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

გერმანული მედიის ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს ავტობუსში 53 მგზავრი და 2 მძღოლი იმყოფებოდა.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 9:45 საათზე მოხდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა