თეგებით ძიება

"მოლდოველი კაცი დაჩოქილი ლოცულობს ქართველების გამარჯვებისთვის" - რა ფოტო ვრცელდება სოციალურ ქსელში?

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

გამარჯვების წამებიდან ამ დრომდე არ წყდება გამოხმაურება სოციალურ ქსელში. ემოციის გამომხატველი უამრავი ვიდეო და ფოტო ვრცელდება, როგორც ქართველების, ასევე უცხოელების, რომლებიც საქარტველოს ნაკრებს გულშემატკივრობდნენ.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელიც იტალიაშია გადაღებული ისტორიული მატჩის დღეს.

„საქართველოზე და ქართველებზე უზომოდ შეყვარებული, იტალიაში მცხოვრები მოლდოველი, ჩემი და უამრავი ქართველის მეგობარი, მედიცინის დოქტორი, ფლორენციაში ქართული ეკლესიის სტიქაროსანი სერგიო მოკანუ საქართველოს ნაკრების თერთმეტმეტრიანების დროს შვილთან ერთად მუხლებზე დამდგარი ლოცულობდა ჩვენ გუნდის გამარჯვებისთვის.

მადლობა სერგი, ჩემო მეგობარო, გენაცვალე გულში!!!“, - წერს სოციალურ ქსელში ბადრი შერაზადიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა