„უცხოეთში მყოფმა ქართველებმა ამ მოთხოვნით საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ“ - რას წერს სააკაშვილი?
ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას მხარს უჭერს.
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს. ჩვენ დიდი ხანია ვიბრძვით ამისთვის.
ჩემი აზრით, უცხოეთში მყოფმა ქართველებმა ამ მოთხოვნით საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ. ამასთანავე, საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ და აქტივისტმა შედეგის დასადებად ჩვენი ძალები უნდა გავაერთიანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დაბლოკავს ამ თემას. არ უნდა დავაბლოკინოთ!“ - წერს სააკაშვილი.