იმპორტირებული კიტრი და პომიდორი ბაზარზე 400%-იანი ფასნამატით იყიდება
2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 1 235 080 დოლარის ღირებულების 3 260.66 ტონა კიტრის იმპორტი განხორციელდა - ამის შესახებ კომერსანტი წერს.
ორი თვის მანძილზე, თურქეთიდან 1 144 970 დოლარის ღირებულების 3 021.56 ტონა კიტრი (კიტრი და კორნიშონი, ახალი და შეყინული) შემოვიდა. ირანიდან კი 90 110 დოლარის ღირებულების 239.10 ტონა.
თურქეთიდან და ირანიდან იმპორტირებული 1კგ კიტრის ღირებულება (0.37 ცენტი) 1.02 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება პომიდორს, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 1 852 560 დოლარის ღირებულების 4 452.91 ტონა პომიდვრის (პომიდორი ახალი ან შეყინული) იმპორტი განხორციელდა.
ორი თვის მანძილზე იმპორტირებული პომიდვრის რაოდენობა და ღირებულება შემდეგნაირად გამოიყურება:
თურქეთიდან - 1 830 620 დოლარის ღირებულების 4 414.40 ტონა პომიდორი ( 1კგ - 1.12 ლარი)
აზერბაიჯანიდან - 15 000 დოლარის ღირებულების 20 ტონა პომიდორი ( 1კგ -2.03 ლარი)
ირანიდან - 6 930 დოლარის ღირებულების 18.52 ტონა პომიდორი( 1კგ - 1.01 ლარი)
ქართულ ბაზარზე, სუპერმარკეტებში, იმპორტირებული კიტრი და პომიდვრის ფასები საშუალოდ, 4.5-5 ლარიდან იწყება და 8-9 ლარამდე მერყეობს. რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 400%-იანი ფასნამატით იყიდება.