თეგებით ძიება

სად მივდივართ? ევროპაში. ამ კანონითაც, დიახ, ეს კანონიც, მათ შორის ევრორეკომენდაციაა - მამუკა მდინარაძე

სად მივდივართ? ევროპაში. ამ კანონითაც, დიახ, ეს კანონიც, მათ შორის ევრორეკომენდაციაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, როდესაც გამჭვირვალობის კანონის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

„რაც შეეხება გუშინ შეგნებულად გავრცელებულ ტყუილს, მაგალითად, ფეხბურთთან დაკავშირებით - ამაზე დიდი მავნებლობა არ არის და მე მოვუწოდებ ყველას და ჩვენც ასე მოვიქცევით - იმ ბიჭებს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ნუ გავრევთ პოლიტიკურ პაექრობაში. ვიპაექროთ ჩვენ და იმ ხალხს, ფეხბურთის თემის გამოყენებას თავი დაანებონ. ის გმირი ბიჭები, რომლებმაც უდიდესი წარმატება მოუტანეს მსოფლიოს და ევროპის ასპარეზზე ქართულ სახელმწიფოს, თავიანთ გუნდს, ეროვნულ ნაკრებს, შეიძლება ზოგს რაღაც წარმოდგენა ჰქონდეს, ზოგს კიდევ რაღაც წარმოდგენა, ნუ გავხდით 1% რისკადაც კი დაპირისპირების საფუძვლად, ნუ შევაგდებთ ამ თემას. დავანებოთ თავი სპორტსმენებს. სად მივდივართ? ევროპაში. ამ კანონითაც, დიახ, ეს კანონიც, მათ შორის ევრორეკომენდაციაა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება მიღებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა