თეგებით ძიება

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წლიურად 9.9%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2.6%-ით გაიზარდა.

საქსტატის შეფასებით, ცვლილება განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.7%-იანი ზრდით, რამაც 2.84 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 9.9%-ით გაიზარდა.

ზრდა გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 46.8%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 2.5%-იანი გაძვირებით, რამაც 8.4 და 1.44 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა