სამშენებლო სექტორში ხელფასები წლიურად 46.8%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი 16.7%-ით არის გაზრდილი.
გარდა ამისა, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამშენებლო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი 46.8%-ით გაიზარდა.
ცნობისთვის, 2024 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2.6%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.9%-ით არის გაზრდილი.