ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6784 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6834 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9018 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9139 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0837 ლარია.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 6 აპრილს შევა ძალაში.