თეგებით ძიება

თუ მე, როგორც ადვოკატს კანონი მავალდებულებს, ,,არასამთავრობო,, !!!! ორგანიზაცია რატომ უნდა იყოს ,,წითელი კოჭი“? გეყოთ, რაც ბნელი ფული ატრიალეთ! - ელზა ჯმუხაძე

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელმაც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ვნებათაღელვა გამოიწვია, სოციალურ ქსელში ადვოკატი ელზა ჯმუხაძე ეხმიანება: 

თავიდანვე სჯობს განვაცხადო :

აქ ,,შემოვარდნებს,, და ჩხუბს გაეშვით -ვერც ერთი პოლიტიკური გემოვნების ადამიანი ,,თვალების ბრიალით ,, და  ,,ღრიალით,, ჩემთან ვერაფერს მიაღწევთ, რადგან ეგეთები არ მაინტერესებს!

 წაიკითხეთ მხოლოდ იმათ, ვისაც აზრის მოსმენა, გაგება და ნორმალურად საკუთარი აზრის გამოხატვა  შეგიძლიათ!

მართლა საკმარისია ამდენი დავა!

მე მიმაჩნია, რომ:

ამ არეულ დროში ყველა ნორმალურ ქვეყანაში უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც უზრუნველჰყოფს 

არასამთავრობო (!!!!)

ორგანიზაციებისთვის უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების ფაქტის და მიზნობრიობის გამჭვირვალობას!

სხვა შემთხვევაში, ვისაც არ დაეზარება, შეეძლება ,,ჩაასხას,, დიდი ფული ქვეყანაში პოლიტიკური მიზნებით!

 ამ გზით მავალი ქვეყანა გახდება არაერთი უცხოური პოლიტიკური ინტერესის ბრძოლის პოლიგონი და ტერიტორია! 

ჩემს აღქმაში ყველა 

არასამთავრობო (!!!)

ორგანიზაცია, რომელიც თავგადაგლეჯილი იბრძვის, რომ კანონს , რომლის ანალოგიც ყველა თავმოყვარე ქვეყანაში მოქმედებს,  აუცილებლად ,,რუსული,, უწოდოს, თანაც ისე, რომ ამ ხუთგვერდიანი დოკუმენტის დეტალურ განხილვაში არ მოგყვებოდეს, არის ლუსტრირებული!

 ვინც უფრო გამხეცებით იბრძვის ამ კანონპროექტის წინააღმდეგ, ის მეტად ააშკარავებს თავის განზრახვას, ერქვას ვითომდა 

,,არასამთავრობო,, (!!!)

და ამ დროს პოლიტიკაში ატრიალებდეს თავისი დონორის მიერ (მაინც იმედი.მაქვს!!) სულ სხვა მიზნობრიობით მოწოდებულ თანხას!

წესიერი წესიერი და პატიოსანი დონორი, როდესაც დაინახავს, რომ სულ სხვა მიზნით მოცემული ფულს 

არასამთავრობო (!!!)

ორგანიზაცია სულ სხვა - პოლიტიკურ ველზე ხარჯავს, ასეთ არაკეთილსინდისიერ 

,,არასამთავრობოს,,

 ფულს აღარ მისცემს!

და თუ დონორი ფულს ფარულად , ვითომდა, არაპოლიტიკური მიზნით აძლევს არასამთავრობოს, სინამდვილეში კი ამ ,,დონორის,, უკან შენი ქვეყნის პოლიტიკაში ხელის ფათურის სურვილით შეპყრობილი ნებისმიერი სხვა ქვეყნის ძალა დგას...

ეს უნდა ვიცოდე !!!

მე - ამომრჩეველმა, რომელსაც 

 ,,არასამთავრობო,, 

რეალურად კი, თურმე,  უცხო ქვეყნის პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია ამა თუ იმ პოლიტიკური აქტივობისაკენ მომიწოდებს!

კანონპროექტს დეტალურად ვარ გაცნობილი!

მაქვს პრეტენზია, რომ ვიცი კანონის წაკითხვა და მესმის იურიდიული ენა!

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ:

აქ არსადაა დაკონკრეტებული, რომელი ქვეყნიდან შემოსული ბნელი ფულის ნაკადების შემოდინების გჭვირვალობას უნდა მოემსახუროს ეს კანონი!

ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვის , თუკი ის თავმოყვარე ქვეყანაა, სულ ერთია ,,მუსიკას ვინ უკვეთავს,, 

ის არავის დაკრულზე არ უნდა ცეკვავდეს!

გამჭვირვალობის წინააღმდეგი მხოლოდ ის შეიძლება იყოს, ვის საქმიანობას და რეალურ მიზნებსაც ეს გამჭვირვალობა გამოაშკარავებას უქადის!

კანონპროექტი გეუბნება :

დაადეკლარირე უცხოეთიდან მიღებული გრანტი, თუკი მისი ოდენობა 20 % ზე მეტია და ისაქმიანე შეუფერხებლად, ხოლო თუ არ დაადეკლარირებ, დაჯარიმდებიო!

რა არის ამაში საგანგაშო, თუკი მართლა ბნელი არა ხარ შენი ფულიანად?!

მე, როგორც ადვოკატს , ასევე ნებისმიერ სხვას, ვინც საქმიანობს , თუ კანონი მავალდებულებს, აღვრიცხო და საგადასახადო ორგანოს ჩავაბარო დეკლარაცია მიღებული შემოსავლის შესახებ, თანაც 20 % პროცენტით დავიბეგრო, 

,,არასამთავრობო,, !!!!

 ორგანიზაცია რატომ უნდა იყოს ,,წითელი კოჭი,, და რატომ არ უნდა ჰქონდეს ვალდებულება, გვითხრას, რომელი უცხო ქვეყნიდან მიიღო წელიწადში 20 % ზე მეტი უცხოური დაფინანსება გრანტის სახით, რომელსაც, მოქმედი.კანონმდებლობით სრულიად სამართლიანად, არავინ დაუბეგრავს?!

გეყოთ, რაც იპარპაშეთ!

 გეყოთ, რაც ბნელი ფული ატრიალეთ!

გეყოთ თავხედობა, თავი ,,არასამთავრობო,, ორგანიზაციად შემოგვასაღოთ და რეალურად პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდეთ!

პოლიტიკოსობა გინდათ?

გეყოთ გამბედაობა და ღიად გამოდით პოლიტიკურ ასპარეზზე,!

რა პროგრამა და მიმართულებაც საჭიროდ მიგაჩნიათ, ის გვითხარით! 

და თუ მოგვეწონებით, გამოგყვებით კიდეც!

 სად გამოგყვეთ, როდესაც

 თან ,,არასამთავრობო,, გინდათ გერქვათ ( რაც უპირობოდ ნიშნავს, რომ პოლიტიკაში პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა ერეოდეთ!!!) 

და თან პოლიტიკურ, პარტიულ საქმიანობას გინდათ მოახმაროთ კაცმა არ იცის, რომელი ქვეყნიდან , კაცმა არ იცის, რა მიზნით მიღებული დაუბეგრავი მილიონები?!

მონები და ,,შპიონები,, 

 ( რუსეთისაც და ,,მანჯურიისაც,,) 

სწორედ ისინი ხართ, ვინც სხვისი, (ნებისმიერი ქვეყნის!!!!) 

შეკვეთილ მუსიკაზე გინდათ აცეკვოთ ქვეყანა!

თვითლუსტრაციას ახდენთ უკვე კარგა ხანია და ამას კიდევ ვინმე თუ  ვერ ხვდება, მისი პრობლემაა!

იყავით გამჭვირვალენი და იმუშავეთ კეთილსინდისიერად!

თვალებში ნაცარი აღარ შემოგვაყაროთო!

ამას გეუბნებათ კანონპროექტი, მეტს არაფერს და ამას ეწინააღმდეგებით? 

ანუ გინდათ, რომ თვალებში ნაცარს გვაყრიდეთ ?!

ეგაა, სხვა არაფერი!

როგორც იტყვიან ხოლმე, ,,ამ გზით იარეთ,,

 და ბოლოს ვინ დარჩება თავზე ნაცარწაყრილი, მაგასაც მალე გამოაჩენს ცხოვრება!

შეგებრალოთ ეს პატარა ქვეყანა!

პატარა რომაა, ამიტომ

,,ვისაც არ დაეზარება, ფულს მაძლევს, რომ  თავში ვურტყა და ხელს ნუ მიშლით,,-ო

რელურად ამას ნუ გაჰკივით!

30 ვერცხლად ნუ იყიდებით!

გეყოთ!!!

P.S.

კიდევ ვიმეორებ: 

არ დავინახო აქ ვინმე შემომივარდეს და ჭკუის სწავლება დამიწყოს!!!

მომიტანეთ ციტატა კანონპროექტიდან, რომელიც თქვენი აზრით  რუსულ ინტერესებს ემსახურება და მხოლიდ  საგნობრივ მსჯელობაში გამოგყვებით!

P.S. P.S. ევროკავშირში რომ შევალთ (აუცილებლად!!!) ეგეთი კანონი იქ დაგვხვდება უკვე მიღებული , რადგან მთელი მსოფლიო და მათ შორის, ევროკავდირიც მიხვდა, რომ ყველგან, ყველა მიმართულებიდან გააფთრებული იბრძვის სწორედ პუტინის რუსეთიდან ,,ჩასხმული,, ბინძური ფული! 

სწორედ ამიტომ მუშაობს უკვე არაერთ ქვეყანაში , ბევრგან კი  უახლოეს მომავალში ამუშავდება ამ კანონის ანალოგიური შინაარსის კანონი !

მუხლობრივ განხილვაში და საგნობრივ მსჯელობაში იმიტომ არ გინდათ გამოყოლა, რომ კანონპროექტის არც ერთი ჩანაწერი , არც ერთი მუხლი არ სცდება იმ კანონების მოთხოვნებს, რისი აუცილებლობაც მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უკვე დაინახა!

და ბოლოს - ,,რუსულობასთან,, დაკავშირებით:

 ზოგმა თავად ძალიან კარგად იცის, მაგრამ ხალხის გულუბრყვილობით სარგებლობს  

 ზოგი კი  ბნელმა ფულმა შეიძლება ისეც დააბრმავა, ვერც კი ხვდება, რომ

 იმპერიალისტური რუსული ფული ნებისმიერი სხვა ,,დავარცხნილი,, ქვეყნიდანაც შეიძლება შემოგივარდეს ქვეყანაში, რადგან ეს რუსული იმპერიალისტური განზრახვები  კიბოს მეტასტაზივით უკვე მთელ მსოფლიოსაა ფარულად მოდებული სწორედ იმიტომ, რომ ასეთი კანონი არსად მოქმედებდა!

ეს კარგად  გამოაჩინა იმ მსოფლიო ალიაქოთმა, რაც რუსეთმა უკვე ღიად და აშკარად წამოიწყო უკრაინაში შევარდნით!

გრანტს შეიძლება გაძლევდეს ნებისმიერი სხვა ქვეყნის რომელიმე ,,უწყინარი,, ორგანიზაცია, მაგრამ მის უკან სწორედ რუსული ბინძური ინტერესები ტრიალებდეს - ეს არის ფაქტი!!!

სწორედ რუსული(!!!)

 ზეგავლენების ,,წყალობაა,, 

ამერიკამ უკრაინისათვის დახმარების პაკეტის დამტკიცებას საშველი რომ აღარ დააყენა და ეს უბედური ქვეყანა მიწასთან სწორდება!!!

სწორედ რუსული ბნელი ფულის გავლენის ,,წყალობაა,, ევროპარლამენტში უჯრებში ნაღდი ფულით რომ დაიჭირეს არაერთი ევროპარლამენტარი!

ამ ზაფხულს ევროპარლამენტის  არჩევნებშიც მოსალოდნელია, რუსული ბინძური ფულის მონაწილეობის საფრთხე!

სწორედ ამიტომ დააინიცირა ეცროპარლამენტმაც კანონპროექტი, რომელიც უცხო ქვეყნის გავლენისაგან თავდასაცავად სჭირდებათ!

პირდაპირ ვერავინ ჩაწერს კანონში, რუსულ გავლენებს უნდა გადავარჩინოთ ქვეყანაო!!! 

,, უცხო ქვეყნის გავლენასო,,

 ამიტომ იწერება ყველგან და ჩვენთანაც!

გაახილეთ თვალები!!! - წერს ელზა ჯმუხაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა