თეგებით ძიება
07. 04. 2024 სპორტი

ჯოკოვიჩი ყველაზე ასაკოვანი პირველი ჩოგანი გახდა და ფედერერის რეკორდი გააუმჯობესა

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ახალი რეკორდი დაამყარა.

7 აპრილს, 36 წლისა და 321 დღის ასაკში ის გახდა ყველაზე ასაკოვანი პირველი ნომერი რეიტინგში. ადრე ეს მიღწევა შვეიცარიელ როჯერ ფედერერს ეკუთვნოდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში სერბი ჩოგბურთელის ფანების ჯგუფმა პოსტი გამოაქვეყნა.

„1994 წელს ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ მისი მიზანია, გახდეს ნომერ პირველი ჩოგბურთელი. 30 წლის შემდეგ ის გახდა ყველაზე ასაკოვანი პირველი ნომერი“, – წერია შეტყობინებაში.

ქალებს შორის ყველაზე ასაკოვანი პირველი ჩოგანი იყო ამერიკელი სერენა უილიამსი. მას WTA-ს კლასიფიკაციაში პირველი ადგილი 35 წლისა და 230 დღის ასაკში ეკავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა