თეგებით ძიება

ცალ ფეხზე მოცახცახე კაცუნების დონის განცხადების კეთებას, საკუთარი თავისთვის გეკითხათ - რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაცშპანა ჩვენხელა გოგო-ბიჭებს ხოცავდა? - პაპუაშვილი დოიაშვილს

ზაზა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც დათო დოიაშვილსა და მის მსახიობებს მიმართავს და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს ახსენებს.

„ამ ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში, შინ თუ გარეთ, ჭირში თუ ლხინში, სცენაზე თუ პოლიტიკაში, ბადროს ტყორცნაში თუ ქსოვაში, ვინ რისი მაქნისი, რისი გამკეთებელი იყო, ანდა სინამდვილეში რა ედო გულში, ყველაფერი კარგად გამოჩნდა.. ახლაც მშვენივრად ჩანს... ოღონდ, ეგ არის, რომ უტიფრობამ და უსირცხვილობამ, უმადურობამ და ქაჯობამ იმატა...

თეატრის სცენიდან მაგ მდარე, კონიუნქტურაში ამოვლებულ, პროპაგანდის შმორის სუნით აყროლებულ, მონურად, ცალ ფეხზე მოცახცახე კაცუნების დონის განცხადების კეთებას საკუთარი თავისთვის ჯობდა, გეკითხათ - რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაც.შპანა ჩვენხელა გოგო-ბიჭებსა ან მათ მშობლებს ხოცავდა და ოჯახებს ანადგურებდაო? ანდა გვეყოფოდა გამბედაობა კი, ვივამედელი, არაჟნით ჩაჯმული მკვლელის რეჟიმისას სცენიდან კი არა, ერთმანეთისთვის ჩურჩულით გადაგველაპარაკა რამე საპროტესტოო? როცა პასუხს მიაგნებთ, ეგება მაგ მოჩვენებით გამბედაობას „გაეყაროთ“ და რამე სიკეთეს ,,შეეყაროთ“, - წერს პაპუაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა