თეგებით ძიება

I კვარტალში თბილისში 9 824 ბინა გაიყიდა - როგორ შეიცვალა საშუალო გასაყიდი ფასი?

I კვარტალში თბილისში სულ 9,824 ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით 3%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

Colliers Georgia-ს მიერ განახლებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ბაზრის ზომა 3%-ით, 622 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი.

აღნიშნულ პერიოდში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 4%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით მაჩვენებელი 16%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება ღირებულებას, პირველ კვარტალში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბნებში 8%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრში კი 3%-ით შემცირდა. ქალაქის ცენტრში ცვლილება არ დაფიქსირებულა.

2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბნებსა და ფართო ცენტრში 10%-ით გაიზარდა. ქალაქის ცენტრში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

Recov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მხოლოდ მარტში თბილისში 3,127 ბინა გაიყიდა და წინა წლის მარტთან შედარებით 11%-იანი შემცირება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა კი 7%-ით, 199 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული, რაც გაყიდვების კლებითაა განპირობებული.

2024 წლის მარტში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 4%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის მარტთან შედარებით, მაჩვენებელი 25%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება ფასებს, მარტში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 7% და 1%-იანი კლება დაფიქსირდა.

2024 წლის მარტში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბნებში 7%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 4% და 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა