თეგებით ძიება

ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი დღეს, გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყებისას, ონლაინ მედიების აკრედიტებული ჟურნალისტების არ შეშვებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება პარლამენტში იყოს. 

"მიმაჩნია, რომ ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში და გააშუქოს დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან, როგორც მას მიაჩნია სწორად, დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები", - თქვა იოსელიანმა.

განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, პარალელურად, აქცია იმართება პარლამენტის უკანა შესასვლელთან.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა