მარტში საქართველოში 278.5 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც წლიურად 36.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია
2024 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი (746.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 36.5%-ით (160.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის ცნობითვე, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მარტში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 97.3% მოდიოდა.
ამასთან, 2024 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.3 მლნ აშშ დოლარი (78.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის მარტის (30.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.8%-ით ნაკლებია.