თეგებით ძიება

“ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა. ძალიან მძიმე იყო სანახავად” - თამარ კორძაია

ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა. ძალიან მძიმე იყო ეს სანახავად ნამდვილად, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა. ძალიან მძიმე იყო ეს სანახავად ნამდვილად. არ ვეთანხმებით მსგავს ქმედებას. მიუღებელი იყო, რაც მოხდა ამ დარბაზში. ჩემთვის მიუღებელია ასეთი ქცევა“, - აღნიშნა კორძაიამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სიტყვით გამოსვლისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა