თეგებით ძიება

„ნუთუ ამ ძუნძგლიან კანონს შეწირავენ ქვეყანას?.. ნუთუ არავინ ამოიღებს ხმას მათივე რიგებში?“ - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ნუთუ ამ ძუნძგლიან კანონს შეწირავენ ქვეყანას და ამავდროულად, ძლივს ერის გამოჯანმრთელების ნიშნებს, რაც ფეხბურთმა მოგვიტანა, ასე ერთი ხელის მოსმით გაანადგურებენ? ნუთუ არავინ ამოიღებს ხმას მათივე რიგებში? ნუთუ ისევ ყველა რობოტივით მოაწერს ხელს? ამ კანონს არავინ დაემორჩილება. არავინ აიწებებს იარლიყს, თითქოს არა საკუთარი, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესს ემსახურებოდეს.  იმის ნაცვლად, ამ ზაფხულს გაგვეხარა და მთელი გრძნობები ჩემპიონატისკენ გვქონოდა, ხანგრძლივი არეულობა, ბევრი ზიზღი და უსიამოვნება გველის. ხალხთან დაპირისპირებულ მთავრობებს კი არასდროს გაუმარჯვიათ, მაგრამ ყოველთვის ახერხებენ ხამგრძლივი დროით დააავადონ ქვეყანა სიძულვილით და დაქუცმაცებით.“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა