თეგებით ძიება

თბილისის მერია გლდანის ტბის რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მერია გლდანის ტბის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფეისბუქ ლაივის დროს განაცხადა.

კალაძის თქმით, გლდანში პატარა ტბის ირგვლივ ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია მოხდება. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება 4 ჰექტარი ტერიტორია, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები, სასეირნო ბილიკები, საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნები, გასუფთავდება ტბაც.

გლდანის პატარა ტბის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, 2025 წლის ზაფხულისთვის დასრულდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა