თეგებით ძიება

„პოლიტიკურ ცხოვრებას ახასიათებს ეიფორიის ტალღები“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„პოლიტიკურ ცხოვრებას ახასიათებს ეიფორიის ტალღები. 

რაღაც მოხდება, მაგალითად - ელისაშვილი ჩაარტყამს მდინარაძეს, მიშა შემოაგელვებს რძის პროდუქტების კონტეინერს, სტატუსს მივიღებთ, ძაღლის წამების ვიდეო გავრცელდება, თუ სხვა რამ - პოლიტიკურად აქტიურ წრეს გადაუვლის ეიფორიის ტალღა და ვინც საღ ჭკუაზეა, მათ უდიდეს უმრავლესობას ამ ეიფორიასთან გაკარებაც კი ეზარებათ - იმდენად ტოქსიკურია. 

ეს ჩემნაირი პოლიტიკოსებისთვის შესაძლებლობაა, რომ ამ ეიფორიის ტალღას თავისი პოზიცია მიუგდოს - ტალღა ამ პოზიციას ათრევს, წაიღ-წამოიღებს, და სწრაფად და ეფექტიანად გავრცელდება, შესაბამისად უფრო იოლად მივა თანამოაზრემდე, რომელიც აფასებს, რომ ამ ეიფორიაში, ვიღაცას არ ეზარება და მის სათქმელს გამოხატავს, მისიც ისმის. 

ჩემნაირში ვგულისხმობ ანტისისტემურს - რომელიც არ ულაგდება კორუმპირებულ პოლიტიკურ სისტემას. 

ანუ იმის თქმა მინდა, რომ რაც მორალურად სწორია, მეტწილად ის პრაგმატულია - if the goal is to make a difference. 

ცხადია, ტოქსიკური შხაპის მიღება გიწევს, მაგრამ თუ ავატარი გაქვს მიგდებული - u fine!“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა