თეგებით ძიება

ფესვებიანად მოგთხრით, თქვე უბედურებო! წინ თუ დაგვიდგებით, თქვენი პარტიიდან ბუნდღას არ დავტოვებთ! - ბაია პატარაია

მთელი ცხოვრება რაც მიკეთებია, მაგას წყალში გადაგაყრევინებთ, ბიძინას ძონძის კუკლებო?! - არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია ხელისუფლებას მიმართავს:

პოლონეთში რომ როზეტა მოკლა ქმარმა და სამუდამო მიუსაჯეს, ხო გახსოვთ? ხოდა დღეს ჰელსინკის ფონდიდან ჩვენ პარტნიორებს შევხვდი. დავგეგმეთ, როგორ ვაგებინოთ პასუხი პოლიციას გულგრილობისთვის და პოლონეთს ეგეთი 

პოლიციის ყოლისთვის. სტრასბურგშიც ვუჩივლებთ პოლონეთს და მოვუგებთ კიდეც, თუ პოლონეთმა არ შეიმჩნია ეს ამბავი.

თქვენ კი იცით, როგორი ჩაყოლა ვიცი ფემიციდის საქმეებზე: რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, მაინც ვეძებ და ვპოულობ სამართალს საფართან ერთად. და ახლა ძონძის კუკლა ქოცები მიუქმებენ საფარს?!

ვაიმეეე… ფესვებიანად მოგთხრით, თქვე უბედურებო! გგონიათ, მთელი ცხოვრება რაც მიკეთებია, მაგას წყალში გადაგაყრევინებთ, ბიძინას ძონძის კუკლებო?! წინ თუ დაგვიდგებით, თქვენი პარტიიდან ბუნდღას არ დავტოვებთ! 

ჩვენი საქმის კეთება გვაცალეთ, უსაქმურებო! - წერს პატარაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა