თეგებით ძიება

პატიმრობიდან გათავისუფლებულ ნატო ხელაძეს, 14 წლის შვილის მოკვლით ემუქრებიან - რას წერს ადვოკატი?

“სამტრედიაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე, პატიმრობიდან გათავისუფლებულ ნატო ხელაძეს 14 წლის გოგოს დაჩეხვით ემუქრებიან, რის გამოც მისი შვილების სიცოცხლე საფრთხეშია” - ამის შესახებ მისი ადვოკატი წერს.

 “ისევ სამტრედია , ისევ ძალადობა და ისევ შვილების მოკვლის მუქარა! მივმართავ საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia @სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia სამტრედიაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე, პატიმრობიდან განთავისუფლებულ ნატო ხელაძეს , კვლავ ემუქრებიან და მისი შვილების სიცოცხლე საფრთხეშია! გამოძიებაში გამოიკითხა გარდაცვლილის არასრულწლოვანი გერი და შვიდი წლის შვილი, რომლებმაც გამოძიებას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია მომხდარზე თუ ვინ მოკლა მ. გოგია და დაადასტურეს ის ფაქტი, რომ მათ დედას არანაირად არ მიუძღვის ბრალი ქმრის მკვლელობაში, ხოლო ქალმა შიშის გამო განაცხადა, რომ მან მოკლა ქმარი.

ახლა ერთ-ერთი ოჯახის წევრი,რომელიც დაკავებულის დედაა, ემუქრება ნატო ხელაძის 14 წლის გოგოს დაჩეხვით და მოკვლით. ასევე ემუქრება და ითხოვს ნატო ხელაძემ მისი შვილის სასარგებლოდ მისცეს გამოძიებას ინფორმაცია. ქალიზე მიდის ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა. მოგმართავთ ყველა შესაბამის უწყებას დროულად უზრუნველყოთ ბავშვების და ქალის უსაფრთხოება!”,-წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ქალი სამართალდამცველებმა 3 აპრილს, მეუღლის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, მას დანაშაული არ ჩაუდენია და სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და პატიმრობიდან გათავისუფლდა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა