თეგებით ძიება

სამართლებრივი არგუმენტები როცა არ გაქვს, ვეტოს გამოყენება ერთადერთს ემსახურება, როგორმე გახანგრძლივდეს დაძაბულობა - თალაკვაძე

პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს ქვეყანაში სტაბილურობასა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„სამართლებრივი არგუმენტები როცა არ გაქვს, ვეტოს გამოყენება ერთადერთს ემსახურება, როგორმე გახანგრძლივდეს დაძაბულობა და ის პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს.ეს არის სახელმწიფოსა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული იმ მოქალაქეების ხარჯზე, ვინც საინფორმაციო პროპაგანდით, რიგ შემთხვევაში, თანამოაზრეობით და გულწრფელი პროტესტით ქუჩაში გამოვიდა. პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს ქვეყანაში სტაბილურობასა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC News-თან ინტერვიუში განაცხადა: „ნამდვილად ვაპირებ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს ვეტო დავადო, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა