ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6711 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6728 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8453 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8532 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0819 ლარია.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 20 აპრილს შევა ძალაში.