თბილისში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ
"მთავარი არხის" ვებგვერდის ინფორმაციით, თბილისში - ვაჟა-ფშაველასა და თავხელიძის კვეთაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ. მოტოციკლის მძღოლი საავადმყოფოშია გადმოყვანილი, მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.