საცხოვრებელი უძრავი ქონება წლიურად 13%-ით გაძვირდა - საქსტატი
2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13% პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 41.3%-ით არის გაზრდილი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.2%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (0.7%).
2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 12.9%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3%-ით.
1მ2-ის ფასი ყველაზე ძვირი ორივე სეგმენტში მთაწმინდაზე. ბინები ყველაზე იაფი სამგორში, კერძო სახლები კი, გლდანში ღირს.
RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.