თეგებით ძიება

თბილისში უძრავი ქონება გაძვირდა - რა ღირს ბინები და კერძო სახლები უბნების მიხედვით?

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13.0 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 41.3 პროცენტით არის გაზრდილი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. 

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.2 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (0.7 პროცენტი). 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 12.9 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3 პროცენტით.

სტატისტიკა უბნების მიხედვით:  1 მ² ფასი ბინების სეგმენტში ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონშია და 5 578 ლარს შეადგენს;

შემდეგ მოდის ვაკე - 1 მ² 4 866 ლარი;

მესამე ადგილზეა საბურთალო -1 მ² 3 837 ლარი;

რაც შეეხება კერძო სახლებს, აქაც კვადრატული მეტრის ფასი ყველაზე მაღალი მთაწმინდაზეა და 4 250 ლარი ღირს. მეორე ადგილზე აქაც ვაკეა და ღირებულება 3 080 ლარია. მესამე ადგილს 3 044 ლარით კერძო სახლების სეგმენტშიც საბურთალოს რაიონი იკავებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა