თეგებით ძიება
24. 04. 2024 ვიდეო

"ის ბრძოლა, რომელიც მან დაიწყო და სხვადასხვა დამოკიდებულებას გამოუცხადა, წარმატებით დასრულდება“ - ნიკოლოზ წულუკიძე გიორგი ყიფშიძეზე (ვიდეო)

მსახიობი გიორგი ყიფშიძე „იმედის დღის“ რუბრიკაში განვლილ ცხოვრებაზე, ოჯახზე, პირადსა და კარიერაზე ვრცლად ისაუბრა.

რუბრიკის დასასრულს, ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ მიმართა და აღნიშნა, რომ ამჟამად, გიორგი ყიფშიძე სამკურნალოდ ბიშკეკში იმყოფება და მას ამ ბრძოლაში წარმატებები უსურვა.

„გიორგის შემართება უნდა ვუსურვოთ. დღეს ჩამოვედი, გიორგისთან ერთად ვიყავი ბიშკეკში, ნაზარ ალიევის ცნობილ კლინიკაში, სადაც ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დამოკიდებულებით აგრძელებენ ცხოვრებას, ცდილობენ, შეცვალონ საკუთარი ცხოვრების წესი და ახალი სიცოცხლით და ახალი ენერგიით გააგრძელონ ცხოვრება.

ერთთვიანი რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივით ცხოვრებას იწყებს გიორგი, მინდა ამ გზაზე წარმატება ვუსურვო.

ის ბრძოლა, რომელიც მან დაიწყო და სხვადასხვა დამოკიდებულებას გამოუცხადა, წარმატებით დასრულდება და ისეთივე ჯან-ღონით სავსე დაუბრუნდება ოჯახს, თეატრს, კინოს და საზოგადოებას, როგორც კარიერის დასაწყისში იყო“, - აღნიშნა ნიკოლოზ წულუკიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა