თეგებით ძიება

როგორც ეშმაკს ეშინია საკმევლისა და ჯვრის, ისე ეშინიათ ოლიგარქის მონებს „ერთობის“ - მიხეილ სააკაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ბუ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან ეს ჭინ­კე­ბი, რომ­ლე­ბიც შიგ­ნი­დან ხრა­ვენ ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ას, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე სა­უბ­რი­სა გა­ნა­ცხა­და.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი სწორ გზა­ზე დგა­ნან და და­ნარ­ჩე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც მათ უნდა გაჰ­ყვეს.

"დღეს ჩვე­ნი ამო­ცა­ნა არის ერ­თი­ა­ნო­ბა და შე­ტე­ვა. გა­მოწ­ვე­ვა არის ძა­ლი­ან დიდი. ჩვენ უნდა და­ვახ­ვედ­როთ ამას, რო­გორც არას­დროს დიდი ტალ­ღა. ეს არის მარ­თლაც ძა­ლი­ან დიდი ძა­ლის გა­მოღ­ვი­ძე­ბა, რაც ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ქუ­ჩებ­ში ხდე­ბა. ჩვენ არ უნდა მივ­ცეთ მათ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. მინ­და ყვე­ლას ვუ­თხრა, წავ­ყვეთ ჩვენს ახალ­გაზ­რდო­ბას, ისი­ნი სწორ გზა­ზე დგა­ნან და ჩვენც ყვე­ლას სწორ გზა­ზე დაგ­ვა­ყე­ნე­ბენ. ვი­ყოთ ერ­თი­ა­ნე­ბი, ვი­ყოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად დამთმო­ბე­ბი. ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი ახლა მე­ა­სე­ხა­რის­ხო­ვა­ნია იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ქვეყ­ნის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა დავ­რჩეთ და პრაქ­ტი­კუ­ლად, დავ­რჩით უკვე. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ბუ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან ეს ჭინ­კე­ბი, რომ­ლე­ბიც შიგ­ნი­დან ხრა­ვენ ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ას. ამ პი­რო­ბებ­ში, თქვენ შე­გიძ­ლი­ათ რამ­დე­ნიც გინ­დათ მა­სა­მარ­თლოთ, რამ­დე­ნიც გინ­დათ ინერ­ცი­ით გა­აგ­რძე­ლოთ რუ­სუ­ლი დაკ­ვე­თის შეს­რუ­ლე­ბა, ფარ­ცხა­ლა­ძის, "ეფეს­ბეს“ აგენ­ტის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი საქ­მის სა­მარ­ცხვი­ნო გან­ხილ­ვა, მაგ­რამ მე ერთი რამ ვიცი - რო­გორც არას­დროს ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი, რო­გორც არას­დროს ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ჩვენს ნა­თელ მო­მა­ვალ­ში. რო­გორც არას­დროს, ის ახალ­გაზ­რდო­ბა, რო­მელ­საც თა­ვის დრო­ზე, კომ­პი­უ­ტე­რე­ბი მი­ვე­ცით, ამე­რი­კე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ჩა­მო­ვუყ­ვა­ნეთ, ხელი შე­ვუ­წყვეთ მათ დი­გი­ტა­ლი­ზა­ცი­ას, კო­რუფ­ცი­ის­გან გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ, ეს ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან ახლა ის, რომ­ლის მსგავ­სი არ­ცერთ პოსტსაბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნას არ ჰყავს. მაგ­რე­ბი ხართ, გე­ნაც­ვა­ლეთ თქვენ. მინ­და ყვე­ლას მო­ვუ­წო­დო ერ­თო­ბის­კენ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში, ერ­თო­ბის­კენ გა­მარ­ჯვე­ბა­ში და გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დე­გაც, სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა ერ­თი­ა­ნი!

ახლა რო­გორც არას­დროს, ჩვენ­თვის მთა­ვა­რია ერთი სი­ტყვა - ერ­თო­ბა. და­აკ­ვირ­დით, რო­გორ ეში­ნი­ათ ამ ჯო­ჯო­ხე­თის მაშ­ხა­ლებს ამ სი­ტყვის. რო­გორც ეშ­მაკს ეში­ნია საკ­მევ­ლი­სა და ჯვრის, ისე ეში­ნი­ათ ოლი­გარ­ქის მო­ნებს სი­ტყვა - "ერ­თო­ბის". ერ­თო­ბა­შია ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის "რე­ცეპ­ტი“. ერ­თო­ბას ვე­რა­ნა­ი­რი უხე­ში ძა­ლი­თა და ფუ­ლით ვერ და­ა­მარ­ცხებთ. ნუ­რაფ­რის ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ, ეს ერ­თო­ბა უფრო მაღ­ლაა, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სი, ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვი­ლი, ვიდ­რე ცალ­კე აღე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა