ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელი მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6788 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6849 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8583 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8804 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0825 ლარია.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 2 მაისს შევა ძალაში.