ვერ ეღირსებით 90-იანებს საკმაოდ დაგვაზიანეთ, მათ შორის პირადად მე - გიორგი გამსახურდია
ვერ ეღირსებით 90-იანებს, საკმაოდ დაგვაზიანეთ, მათ შორის, პირადად მე, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერს.
„სამწუხაროდ, ეს კაციჭამია, ორთოდოქსი „ნაცი“ მყოლია მეგობრებში. ეს არის მათი რიტორიკა, ამისათვის იყენებენ ახალგაზრდებს, რომ მათსავით და მათი პოლიტიკური წინაპრებივით, კვლავ სისხლის კალო დაატრიალონ რუსთაველზე. ვერ ეღირსებით, ქართველი ხალხი ბრძენია და მათ რიცხვში, ის ახალგაზრდები, რომელთა გაბრიყვებას ცდილობთ, თქვენი, თქვენსავით ბნელი მიზნებისათვის. თითოეული ასეთი სიცოცხლის მოსპობისაკენ მოწოდების პოსტი, უნდა დაეგზავნოთ ჩვენს პარტნიორებს. უნდა იცოდნენ რეალური სურათი აუცილებლად მათაც. ვერ ეღირსებით 90-იანებს, საკმაოდ დაგვაზიანეთ, მათ შორის, პირადად მე“, – წერს გამსახურდია.