თეგებით ძიება

აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე ფასები გაიზარდა - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე ფასები გაიზარდა.

სტატისტიკის თანახმად, წინა თვესთან შედარებით, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებასა და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზეც.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (5.1 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (1.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (0.7 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: წინა თვესთან შედარებით ფასები მომატებულია 0.7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (1.0 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.4 პროცენტი), - აღნიშნულია ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა