თეგებით ძიება

"პარასკევს, უქმე დღეს ჩაინიშნა იურიდიული კომიტეტის სხდომა, "რუსული კანონი“ ჯერ არ წერია დღის წესრიგში, მაგრამ შესაძლოა, პარასკევს მიიღონ მესამე მოსმენით" - ანა ნაცვლიშვილი

პარ­ტია "ლე­ლოს“ დე­პუ­ტა­ტის, ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, შე­საძ­ლოა, პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­მა „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტი მე­სა­მე მოს­მე­ნით, პა­რას­კევს, 10 მა­ისს მი­ი­ღოს.

მისი თქმით, სა­კი­თხის გან­ხილ­ვა კო­მი­ტე­ტის დღის წეს­რიგ­ში ასა­ხუ­ლი არ არის, თუმ­ცა და­მა­ტე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

რო­გორც ნაც­ვლიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი აგ­რძე­ლებს პრო­ტესტს და არა­ვინ აპი­რებს სა­გა­რეო კურ­სის ცვლი­ლე­ბას­თან შე­გუ­ე­ბას. ამას­თან, მისი თქმით, "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“ სა­ერ­თა­შო­რი­სო წნე­ხი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის რის­კე­ბი, ასე­ვე, სის­ტე­მის შიგ­ნით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და რყე­ვე­ბი იზ­რდე­ბა.

"პა­რას­კევს, უქმე დღეს, დი­ლის 09:00 სა­ათ­ზე ჩა­ი­ნიშ­ნა იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის სხდო­მა. "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი“ ჯერ არ წე­რია დღის წეს­რიგ­ში, მაგ­რამ სხდო­მა­ზე­ვე სა­კი­თხის და­მა­ტე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია და „ოც­ნე­ბას“ ხმე­ბი ეყო­ფა. შე­საძ­ლოა, სწო­რედ პა­რას­კევს მი­ი­ღონ მე­სა­მე მოს­მე­ნით, კო­მი­ტეტ­ზე. ამის შემ­დეგ რჩე­ბა პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა (შემ­დეგ კვი­რა­ში), ვეტო და მისი დაძ­ლე­ვა - ჯერ კო­მი­ტეტ­ზე, შემ­დეგ პლე­ნა­რულ­ზე.

ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი აგ­რძე­ლებს პრო­ტესტს. არა­ვინ აპი­რებს დაღ­ლას და გა­ჩე­რე­ბას. არა­ვინ აპი­რებს სა­გა­რეო კურ­სის ცვლი­ლე­ბას­თან შე­გუ­ე­ბას.იზ­რდე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო წნე­ხი “ოც­ნე­ბა­ზე“ და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის რის­კე­ბი.იზ­რდე­ბა სის­ტე­მის შიგ­ნით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და რყე­ვე­ბი. ასო­ბით თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი და სა­ჯა­რო მო­ხე­ლე ზუს­ტად ხვდე­ბა, რაში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აი­ძუ­ლე­ბენ აქ­ტი­უ­რად თუ პა­სი­უ­რი მხარ­და­ჭე­რით. ხვდე­ბა, რა ხი­ფა­თია ეს ქვეყ­ნის­თვის. იზ­რდე­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა პარ­ტი­ის აქ­ტი­ვის­ტებს შო­რის. პრო­პა­გან­და არ მუ­შა­ობს. გული მწყდე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვინც ამ ის­ტო­რი­ულ მო­მენ­ტში სხვა როლი ვერ მო­ძებ­ნა და პრო­ტეს­ტის გა­შა­ვე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი მა­შინ, რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლის­გულ­ზე დევს,“ - წერს ნაც­ვლიშ­ვი­ლი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა