თეგებით ძიება

აქციაზე ათიდან რვა ადამიანი როლშია. ვიღაცამ უნდა აგინოს, წყობიდან გამოიყვანოს პოლიციელი, ვიღაცამ ხელები უნდა აწიოს... - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძის განცხადებით, აქციის მონაწილეების ნაწილს გარკვეული როლები აქვთ მორგებული. ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„იქ რასაც ხედავთ, ათიდან რვა როლშია. საკუთარი როლები აქვთ. ვიღაცამ უნდა აგინოს, წყობიდან გამოიყვანოს პოლიციელი, შეურაცხყოფა მიაყენოს, ისე რომ ნაკლებად გამოჩნდეს და პოლიციელის აგრესია უფრო გამოჩნდეს. ვიღაცამ ხელები უნდა აწიოს, რომ ამ დროს მომიტინგეების მშვიდობიანი სახე წარმოჩინდეს, ვიღაცამ უნდა თქვას: „ხალხნო, რას აკეთებთ, ნუ აგინებთ ამ პოლიციელებს, ისინიც ხომ ჩვენი ძმები არიან, ისინიც ჩვენსავით ფიქრობენ, უბრალოდ სამსახური აქვთ ასეთი“. და მერე ჩვენ ვალაპარაკებთ, რომ კეთილშობილი ადამიანების ჯგუფი გამოჩნდა და როგორ აწყნარებენ აგრესიულ, ძალიან ცუდ მომიტინგეებს.

ეს არის წიგნებში დაწერილი რევოლუციური მეთოდები. ამ წიგნებშივე წერია, რომ [პროცესი] უნდა იმართოს სლოგანებით. როგორც კი შინაარსში შეხვალ, წააგებ, მით უმეტეს თუ მართალია ხელისუფლება და მართლები კი არა, ათასჯერ მართლები ვართ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მორალის, საკუთარი სამშობლოს, იმ კეთილშობილური მიზნის წინაშე, რომელსაც ემსახურება ეს კანონი“, - განაცხადა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა