თეგებით ძიება

„ჩვეულებრივო მიმიტინგევ“, შენ გიყენებენ მავნებელი პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც მთავარი საკუთარი პოლიტიკური ინტერესი და ფულია“ - ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ამ აქციებზე, გარდა პარტიული ააქტივისა და აკერმანის დატრენინგებული ადამიანებისა არიან ისეთებიც, რომლებსაც სავარუდოდ სჯერათ რომ რაღაცას აპროტესტებენ, თუ რას, ეს  მეორე საკითხია: როცა ამბობ, რომ არ წაგიკითხავს მაგრამ მაინც რუსულია, ბოლოს და ბოლოს სალომე ზურაბიშვილი ხომ არ ხარ ასეთი უვიც და უპასუხისმგებლო განცხადება რომ აკეთებ. 

„ჩვეულებრივო მიმიტინგევ,“ საქმე იმაშია, რომ შენ გიყენებს და მომვალშიც შეეცდება გამოგიყენოს რადიკალურმა მავნებლებმა პოლიტიკოსებმა, რომლებისთვისაც მთავარი საკუთარი პოლიტიკური ინტერესი და ფულია.  ვისაც არ გჯერათ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით, როდესაც თქვენ  მოგიწოდებენ კანონდარღვევისაკენ, პიკეტირების, ბლოკირების თუ გზის გადაკეტვისკენ, რის გამოც ხან წიწაკის სფრეი გხვდებათ ხან წყლის ჭავლი, ხანაც სულაც პოლიცია გაკავებთ. ამ დროს ეს თქვენი პოლიტიკური ლიდერები, ამ თქვენს იქეთ აქეთ სიარულში, საკმაოდ დიდ ფულსაც იღებენ. იმას მაინც მიაქციეთ ყურადღება, თქვენგან განსხვავებით, ეს თქვენი ლიდერი პოლიტიკოსები პირადი დაცვებით, მაგრამ  აირწინაღის გარეშე კი დასეირნობენ, აბა დაფიქრდით რატომ? ზუსტად იციან რომ რამე რომ იყოს იქ არ იქნებიან სადაც აირწინაღის მოხმარების საჭიროება არსებობს, იქ თქვენ უნდა იყოთ რადიკალების „საზარბაზნე ხორცი!“  კარგად დაფიქრდით ვინ და რატომ გიდგათ სათავეში, ეს ის ხალხია, ხვალ რომ ომი დაიწყოს წინ თქვენ აგიფარებენ,  და აუცილებლად მიგატოვებენ, თორემ დაზარალებულებს ან ომში წასულებს (სურათებისა და სეფების გადაღების გამო წასულები არ ითვლება!), დღევანდელ ოპოზიციონრებს შორის მე ვერ ვიხსენებ.“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა