თეგებით ძიება
14. 05. 2024 ვიდეო

"როცა ახალგაზრდებს ზონდერებს არბევინებთ, უფლება არ გაქვთ ხმა მოიღოთ, ხმა გაიკმინდეთ" - პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირებაა

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის გამოსვლას მოჰყვა. მან "ოცნების" წევრებს 9 აპრილის ჯალათის, გენერალ ლებედის სპონსორები უწოდა და მიმართა, რომ ხმის ამოღების უფლება არ აქვთ, რადგან საქართველოს მეგობრებისა და პარტნიორების გარეშე ტოვებენ - "საქართველოს როცა ტოვებთ მეგობრების გარეშე , როცა შვილის ტოლა ახალგაზრდებს ზონდერებს არბევინებთ, უფლება არ გაქვთ ხმა მოიღოთ, ხმა გაიკმინდეთ" - მიმართა მანჯგალაძემ "ოცნების" აყვირებულ დეპუტატებს.

ფიზიკური შეხლა-შემოხლა პარლამენტში - სხდომათა დარბაზში ტრადიციულად უზრდელობს და იმუქრება "ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე. ის ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გამოსვლამ გააღიზიანა და ჩვეულ უცენზურო ლექსიკასა და ჟესტებზე გადავიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა