თეგებით ძიება

"კავკასიის უნივერსიტეტიდან გამომიშვეს, შენგელიამ მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა" - სოსო ბერიკაშვილი

ეკონომისტი, სოსო ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კავკასიის უნივერსიტეტიდან გამოუშვეს. როგორც ის ამბობს, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა 29 აპრილს დაიბარა და უთხრა, რომ მისი გაშვება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოსთხოვა. 7 მაისს კი "რეორგანიზაციის" საბაბით, ბრძანება გამოსცა. ბერიკაშვილი ამ დრომდე კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი იყო.

"29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა ჩემი გაშვება სამსახურიდან, რადგან "ბიძინას ვაგინებდი" (ეს ტყუილია, არ მიგინებია, უბრალოდ მკაცრად გავაკრიტიკე "ოფშორების კანონის" გამო, თუმცა მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა).

როგორც ჩანს, ჩემი გაგდება საჩქარო იყო, 7 მაისს გამოიცა ბრძანება და გამიშვეს სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით (პოლიტიკური დევნა ჯერ არ იწერება ბრძანებებში).

თუ ამ ხელისუფლებას ეს უმსგავსობა გაუვიდა, რეპრესიები მომავალში საყოველთაო გახდება და შეეხება ყველას.

P.S. ბევრ წერილს ვიღებ სტუდენტებისგან, ითხოვენ მხარდაჭერას და პოზიციის დაფიქსირებას. მეგობრებო, როგორც აქამდე, რა თქმა უნდა, თქვენ გვერდით ვდგავარ ყველა სამართლიან პროტესტში.

არა რუსულ კანონს. არა რუსულ ხელისუფლებას," - წერს ბერიკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა