"თავისუფალი სამყარო თქვენთანაა“ - ბლინკენმა კიევის ერთ-ერთ მიწისქვეშა ბარში იმღერა (ვიდეო)
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიევის ერთ-ერთ მიწისქვეშა ბარში იმღერა.
„ბარმენ დიქტატში“ მან ცნობილი როკ-ჰიტი Rockin' In The Free World შეასრულა.
„აშშ თქვენთანაა. მსოფლიოს დიდი ნაწილი თქვენთანაა და ისინი იბრძვიან არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ თავისუფალი სამყაროსთვის და თავისუფალი სამყაროც თქვენთანაა“, - მიმართა ბლინკენმა შეკრებილ ხალხს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბლინკენმა და ზელენსკიმ განიხილეს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და ახლად დამტკიცებული აშშ-ის დახმარების მნიშვნელობა რუსეთის თავდასხმების მოგერიებაში. ზელენსკიმ განუცხადა ბლინკენს, რომ უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა.