„დროშა, რომელიც ასე მოუხდა ვახტანგ გორგასალს, აღარ კიდია. რა სირცხვილია“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ინგა გრიგოლია?
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ ევროპის დღეს გამართულ აქციაზე, ვახტანგ გორგასლის ძეგლზე აღმართული საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა, ჩამოხსნილი დახვდა.
ვიდეოში ინგა გრიგოლია ამბობს, რომ მეტეხის ხიდთან საგანგებოდ მივიდა, რომ ენახა, ნამდვილად ჩამოხსნეს თუ არა, დროშა. როგორც ჟურნალისტი ამბობს, სამარცხვინოა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო:
„საგანგებოდ გამოვიარე, რომ საკუთარი თვალით მენახა – დროშა, რომელიც ასე მოუხდა ვახტანგ გორგასალს, აღარ კიდია. რა სირცხვილია, რა სამარცხვინოა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მართლა არ მჯეროდა, რომ შეიძლებოდა ესეც გაეკეთებინათ, ესეც.“ – ამბობს ინგა გრიგოლია.