ლარმა გამყარება დაიწყო
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგს აქვეყნებს. ბანკის ინფორმაციით, 16 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7580 შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 15 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6866 ლარი, ევრო – 2.9005 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3730 ლარი ღირდა.
სებ-ის განმარტებით, ბაზრისთვის ლიკვიდურობის მიწოდების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებთან დაკავშირებით მიიღო, რომელსაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები. შედეგად, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა დაფიქსირდა, რამაც ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა. მათივე განცხადებით, სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და შესაბამისად არის მოკლევადიანი.