თეგებით ძიება

"ახლა, ეშმაკი გვყოფს, ლუციფერი დაპატრონებულია საქართველოს" - მიხეილ სააკაშვილი

ძალიან მძლავრი გამოღვიძებაა საქართველოში. დიდი ძალის გამოღვიძება ხდება. მე მიმაჩნია, რომ ის ახალგაზრდები ლიდერები არიან და უნდა შეეგუოს ყველა, ვისაც ეს არ უნდა, მათ უნდა მისცენ საშუალება, წინ გამოვიდნენ. ჩვენ დავეხმარებით რჩევებით, მაგრამ, საბოლოო ჯამში ერთიანობა, ერთიანობა და კიდევ ერთხელ ერთიანობა. ერთობას არ აქვს ალტერნატივა! ახლა, ეშმაკი გვყოფს, ლუციფერი, რომელიც დაპატრონებულია  საქართველოს, გვყოფს, მაგრამ, ერთობით გვაძლიერებს" - ამის შესახებ თბილისის საქალაქოს სასამართლოში, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე "7 ნოემბრის საქმეში" ბრალდებულმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დისტანციური ჩართვისას განაცხადა.

ყველას უნდა გავაგონოთ საქართველოს ხმა, იმიტომ რომ მსოფლიო აღტაცებით უყურებს საქართველოს. რამდენადაც ჩვენ ვიქნებით აქტიური, იმდენად გვექნება მხარდაჭერა. ჩვენ არ უნდა დაუშვათ ერთიანი მტკიცე ძალის გატეხა. ერთიანი მტკიცე ძალა არის ის, რაც აიძულებს მთავრობას გადადგას ნაბიჯები.

"მათ უკვე გვითხრეს, რომ ქვეყანა უნდა დაამშვიდონ, ქვეყნის დამშვიდება, ეს არის დიქტატურის ახალი განმარტება. სიმშვიდე როგორიც მათ უნდათ,  არის მარტო სასაფლაოზე. მათ უნდა საქართველოს მოკვლა და ამგვარი დამშვიდება. ეს არის ბანდიტური ტექნოლოგია, ქვეყანას დაეუფლნენ ყაჩაღები და როგორც თვუთინ ამბობენ, ასე აპირებენ ქვეყნის დამშვიდებას. ესე იგი ყველის გამოჭრას,

საქართველოსთვის და საქართველო მცხოვრებლებისთვის, თითოეული მოქალაქისთვის მომავლის გზის გადაკეტვას.

მე ხომ აღარავის აღარ ვახსენებ ვინ მოიყვანა ეს ხელისუფლება? იყო ისტორიული გარემოებები, რომლის გამოც ისინი მოვიდნენ, მათ შორის, მსოფლიო გეოპოლიტიკა, მათ შორის რუსეთის სპეცოპერაცია, ბარბარე რაფალიანცის, 8 თვის ბავშვის სახელობის არის ეს ხელისუფლება არ დაგვავიწყდეს. მოსული არიან სისხლით, მაგრამ  ახლა არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ბარბარე რაფალიანცით გააგრძელონ. არ უნდა მივცეთ საშუალება ესკალაციის და ძალადობის.

... ჩვენ ახლა, არ უნდა გავიყოთ თაობებად, აი ახალგაზრდები იტყვიან თავის სიტყვას... , ჩვენ რატომ არ უნდა ვთქვათ ჩვენი სიტყვა? ჩვენ, იმ ხალხმა ვისაც ამდენი გამოცდილება გვქონდა?! როგორ? ნუ თუ ისე დაგვადამბლა საბჭოთა კავშირში ცხოვრებამ, რომ ახლა პრაქტიკულად მონუსხული უნდა ვუყურო და საქართველოს...

რა თქმა უნდა ყველა აქციას, სადაც დგას ახალგაზრდები უნდა იყოს ისე სადაც 300 ათასი ადამიანი გამოვიდა. ჩვენ ხომ ყველა ერთნაირად ვფიქრობთ ახლა? მოვაშოროთ ესენი ხელისუფლებას, გავიყვანოთ საქართველო ევროპულ გზაზე შევიმუშაოთ ტექნიკური მთავრობა, გარდამავალი, ერთწლიანი, ორწლიანი და მერე ვარჩიოთ ჩვენი პარტიული დასუფთავებები. მანამდე ყველამ გავითავისოთ ეს საფრთხე - გაქანებული მივექანებით სრულ კატასტროფამდე! გაქანებული მივექანებით საქართველო მოსპობამდე! ფიზიკურ განადგურებამდე მივდივართ ჩვენი ქვეყნის.

ძალიან მძლავრი გამოღვიძებაა საქართველოში. დიდი ძალის გამოღვიძება ხდება. მე მიმაჩნია, რომ ის ახალგაზრდები ლიდერები არიან და უნდა შეეგუოს ყველა, ვისაც ეს არ უნდა, მათ უნდა მისცენ საშუალება, წინ გამოვიდნენ. ჩვენ დავეხმარებით რჩევებით, მაგრამ, საბოლოო ჯამში ერთიანობა, ერთიანობა და კიდევ ერთხელ ერთიანობა.

ერთობას არ აქვს ალტერნატივა! ახლა, ეშმაკი გვყოფს, ლუციფერი, რომელიც დაპატრონებულია  საქართველოს, გვყოფს, მაგრამ, ერთობით გვაძლიერებს და გაგვამარჯვებინებს. - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა