თეგებით ძიება

ირაკლი კუპრაძე თინა ბოკუჩავას - „ერთიანი სია“, არ არის გამარჯვების ფორმულა

ცუდი ინფორმატორები გყავს ან ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენი სურვილებია - „ერთიანი სია“, არ არის გამარჯვების ფორმულა. არც მაშინ იყო „ნაცმოძრაობასთან“ ერთობა ივანიშვილის დამარცხების ფორმულა და არც ახლაა, - ასე უპასუხა „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას, რომელმაც აღნიშნა, რომ „ლელოს“ კვლევის მიხედვით, ერთიანი სია, „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობით ამარცხებს ივანიშვილის მთავრობას.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, კვლევაში საერთოდ არ იყო აქტუალური „ნაცმოძრაობასთან“ ერთობა.

„დიდი პატივისცემით, მაგრამ ცუდი ინფორმატორები გყავს ან ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენი სურვილებია. „ლელო“ სისტემატურად ატარებს შიდა კვლევებს, ბოლო კვლევა აპრილში ჩატარდა და იმავე თვის ბოლოს დასრულდა. კვლევაში საერთოდ არ იყო აქტუალური „ნაცმოძრაობასთან“ ერთობა, რეალურად ოპოზიციური გაერთიანებების სულ სხვა კონფიგურაციის საკითხი გაჩნდა - სინამდვილეში ,,ერთიანი სია", არ არის გამარჯვების ფორმულა. არც მაშინ იყო „ნაცმოძრაობასთან“ ერთობა ივანიშვილის დამარცხების ფორმულა და არც ახლაა. დეზინფორმაციას ემსგავსება ეს გაუგებარი ,,ვიცი, ყურში მითხრეს" მიდგომა!

არადა საერთოდ არ გვინდოდა ამ თემაზე დავა, მორატორიუმიც გამოვაცხადეთ და თავდაუსხმელობაც მოვნიშნეთ, მაგრამ სხვა გზას არ ტოვებთ, უნდა ითქვას სიმართლე“,- წერს ირაკლი კუპრაძე.

ცნობისთვის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ერთიანი სიის შემუშავებას მხარს უჭერს. მისი თქმით, ეს უნდა იყოს გამარჯვების სია! ამასთან, როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, „ლელოს“ კვლევის მიხედვით, ერთიანი სია, „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობით ამარცხებს ივანიშვილის მთავრობას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა