თეგებით ძიება

"სამწუხაროა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება სპეკულაციების საგანი გახდეს" - ირაკლი შოთაძე მის გადადგომასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე

"უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის სა­გა­ნი გახ­დეს, თუმ­ცა, არ მიკ­ვირს ეს. მე ჩემს გან­ცხა­დე­ბა­ში საკ­მა­ოდ დე­ტა­ლუ­რად ავ­ხსე­ნი, თუ რა იყო ჩემი გა­დად­გო­მის მი­ზე­ზი", - ამის შე­სა­ხებ ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა ირაკ­ლი შო­თა­ძემ "ქრო­ნი­კას­თან“ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი, შე­საძ­ლოა, რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დეს, შე­სა­ბა­მი­სად, "მკურ­ნა­ლი ექი­მე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით მის მიერ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა, შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში, ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­მო­სა­ვა­ლია“.

"უკვე კვი­რა­ზე მე­ტია ვიმ­ყო­ფე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ, მკურ­ნა­ლო­ბის მიზ­ნით და ამ პე­რი­ოდ­ში, მკურ­ნა­ლი ექი­მე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­ვი­ღე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ვი­ნა­ი­დან, მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი, შე­საძ­ლოა, რამ­დე­ნი­მე თვე გაგ­რძელ­დეს.

შე­სა­ბა­მი­სად, და­მე­თან­ხმე­ბით, აღ­ნიშ­ნულ რე­ა­ლო­ბა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. რა თქმა უნდა, ეს იყო ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა მე მი­მე­ღო არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ძლი­ე­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი გუნ­დი არის, მინ­და მათ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, გვერ­დში დგო­მის­თვის, გა­მო­ხა­ტუ­ლი თა­ნად­გო­მის­თვის და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისი­ნი ასე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბით გა­აგ­რძე­ლე­ბენ მო­მა­ვალ­ში საქ­მი­ა­ნო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და შო­თა­ძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა